- პრაქტიკული სწავლება ვერბალური სწავლის სანაცვლოდ
- ტრადიციულ სკოლაში ცოდნის უმეტესი ნაწილი მოსწავლეს გადაეცემა ვერბალური ინფორმაციის სახით. ცხოვრებაში კი მის წინაშე დადგება ამ ცოდნის პრაქტიკული, გააზრებული გამოყენების ამოცანა, მით უმეტეს, თუ საქმე გვაქვს პროფესიული ელემენტების სწავლებასთან. თვით მასწავლებელმა უნდა უჩვენოს და შემდეგ მოსწავლეს შეასრულებინოს პრაქტიკული საქმიანობის ფრაგმენტული ან სრული ციკლი ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობას იძლევა სასკოლო თემა. გარდა ცხოვრებისთვის მომზადებისა, პრაქტიკით ნასწავლი უკეთესად ამახსოვრდება ბავშვსSource: საყვარელიძე რამაზ. ინტერაქტიური სწავლება და მისი ფსიქოლოგიური საფუძვლები / რამაზ საყვარელიძე; მხატვ.-დიზ. ბუბა ოჩიაური; [ნორვეგიის ლტოლვ. საბჭო, შვედეთის განვით. საერთაშორ. სააგენტო] - თბ.: სიესტა, 2004
Georgian encyclopedia. 2013.